Tuesday, June 26, 2007

ჩავუხტეთ ბარათაშვილსა


ი არსენა რა ყოფილა
რა არი ამისთანაო

რას იკვეხ, ბარათაშვილო,
შენი ლამაზი ქალითა,
ჩაგიმწყვდევია ცხრაკლიტულს
მზეს არ ანახვებ თვალითა.


ტალად ვეფხვები დაგისვამს
უალმასესი ბრჭყალითა,
ვერ დაიფარვენ, დაგავსებ
ქალს წაგგვრი მაჯაგანითა.


აბჯარ აისხა, შაჰკაზმო,
შენი ქურანი მალია,
ღვთის რისხვა გამამადევნო
ქვას ფრეწდის ქორის თვალითა,


ცხრა ვაჟი შამამისივო
ცხრა ალესილი ხრმალია,
ცხრა რძალი ბანზე დაგისვა
დაღრეჯით მატირალია.


შევარდნის მართვე გახლავარ
მოყმე ვარ ალვისტანაო,
ცხრა მუხა აკვანს მირწევდა
ცხრა წყარომ პირი მბანაო,


ცხრა დევი ხელით შავიპყარ
შავკოჭე, ჩავეც დანაო
ცხრა სიკვდილ ისე დავლახენ
წარბიც არ შემაქანაო.


ჩემი აკვანი კუბოა,
ზარი გლოვისა - ნანაო,
სული გვამს როცა გასცდება
მიმღერე სულთათანაო.

მერაბ კოსტავა

No comments: